ელიზაბეტ რუდი - აშშ-ს საელჩოში ყველა ბედნიერი ვართ, რომ ზაფხულს საქართველოში ვატარებთ და ყველას ამისკენ მოვუწოდებთ

ამერიკის საელჩოში ყველა ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ზაფხულს საქართველოში ვატარებთ და ყველას ამისკენ მოვუწოდებთ! - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეტ რუდმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, დიდი პატივია ამერიკის დამოუკიდებლობის აქ აღნიშვნა.

„დიდი პატივი და სიამოვნებაა ამ დღის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და ყველა გამორჩეულ მეგობარსა და სტუმართან ერთან აღნიშვნა. ჩვენ ასევე აღვნიშვნავთ „აპოლო 11“-ის 50-ე დაბადების დღეს, რომელმაც ადამიანს მთვარეზე ფეხის დადგმის საშუალება მისცა. ეს იუბილე ჩვენ გვახსენებს ყველა საოცარ რამეს, რისი გაკეთებაც შეუძლიათ ერებს, როდესაც ისინი თავისუფალი, დემოკრატიულია და ერთად მუშაობენ.

აშშ გააგრძელებს საქართველოს გვერდზე ყოფნას", - განაცხადა რუდმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა