არჩილ თალაკვაძე - გათვლილი უნდა ყოფილიყო ის სცენარიც, რომ დუმის წარმომადგენელს შესაძლოა, ეს ფორმატი გამოეყენებინა ასეთი პროვოკაციული ჟესტისთვის

ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% და უნდა ყოფილიყო გათვლილი ის სცენარიც, რომ დუმის წარმომადგენელს შესაძლოა, ასამბლეის ფორმატი გამოეყენებინა ცალსახად პროვოკაციული ჟესტისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მან ისაუბრა 20 ივნისის მოვლენების შესახებ და მოლაპარაკების თემასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის.

„პავლე კუბლაშვილი მე არ მინახავს, მაგრამ პარლამენტის წევრები, როგორც უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი პარლამენტში იმყოფებოდნენ მთელ ამ პერიოდში, რაც ბუნებრივია, რადგან მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო და პარლამენტის არაერთი წევრი ვიყავით პარლამენტის შენობაში. ჩვენ ვაჩვენეთ კონფერენციის მასალები, სადაც ჩანს, რომ წინასწარი შეთანხმებით კონფერენცია უნდა წაეყვანა ბერძენ დეპუტატს. ეს შეთანხმება სამწუხაროდ, იყო დარღვეული რუსეთის დუმის წარმომადგენლის მხრიდან, რასაც მოჰყვა ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მყისიერი რეაქცია და შეფასებები. ასევე, კონფერენციის შეწყვეტა და შემდგომში ჩვენი მხრიდან კონფერენციის შეწყვეტა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის მკაფიო დემონსტრირება. სრულად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, ამ ტერიტორიებს ის არქმევს დამოუკიდებელ რესპუბლიკებს და ბუნებრივია, უნდა ყოფილიყო გათვლილი ის სცენარიც, რომ დუმის წარმომადგენელს შესაძლოა, ეს ფორმატი გამოეყენებინა ასეთი ჟესტისთვის, რომელიც ცალსახად იყო პროვოკაციული. როდესაც მშვიდობიანი მანიფესტაცია მიმდინარეობდა და ასევე ის გადაიზარდა ძალადობრივ სცენარში, პარლამენტის არც ერთი წევრი არ ტოვებდა პარლამენტის შენობას, მათ შორის იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც", - განაცხადა თალაკვაძემ.

მანვე ისაუბრა 20 ივნისს განვითარებულ პროცესებში ანზორ ჩუბინიძის ჩართულობაზე და აღნიშნა, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს.

„ამ სამსახურს აქვს დებულება, სადაც განსაზღვრულია მისი მანდატი და ფუნქციები და ერთ-ერთი მისი ფუნქცია არის პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დაცვაც. ეს იქნება ჩემი პასუხი, თუ რატომ იყო ის პარლამენტის ტერიტორიაზე", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს