მეზვრიშვილი - როცა პოლიციელზე მიაქვთ იერიში, როცა სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმით აღებას ცდილობენ, პოლიციელი რომ იყოთ, დაელოდებოდით თუ არა ვინმეს ბრძანებას? რა თქმა უნდა, არა!

როცა პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, როცა პოლიციელზე მიაქვთ იერიში, როცა სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმით აღებას ცდილობენ, როცა პოლიციელებს კორდონიდან იტაცებენ, უბრალოდ მაინტერესებს, თქვენ რომ პოლიციელი იყოთ, დალოდებოდით თუ არა, ვინმეს ბრძანებას? რა თქმა უნდა, არა! - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა 20 ივნისის ღამეს პოლიციელთა მხრიდან გამოყენებულ ძალასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, პოლიციელებს კანონის მიხედვით, როგორც ბრძანების საფუძველზე მოქმედება, ისე ბრძანების გარეშე მოქმედება შეუძლიათ.

„როცა პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, როცა პოლიციელზე მიაქვთ იერიში, როცა სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმით აღებას ცდილობენ, როცა პოლიციელებს კორდონიდან იტაცებენ, ხედავდით როგორ სტაცებდნენ თავდაცვის საშუალებებს, როგორ ხდებოდა განიარაღება, უბრალოდ მაინტერესებს, თქვენ რომ პოლიციელი იყოთ, დალოდებოდით თუ არა ვინმეს ბრძანებას? რა თქმა უნდა, არა! კანონით შეიძლება, როგორც ბრძანების საფუძველზე მოქმედება, ისე ბრძანების გარეშე მოქმედება. იყო გარკვეული ქმედებები, რომლის კანონით ბრძანების გარეშე განხორციელება წარმოუდგენელი და შუძლებელია, იყო გარკვეული ქმედებები პოლიციელების მხრიდან, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციას დაუყოვნებლივ მოქმედების შესაძლობლობა აქვს.

არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ უდანაშაულო პოლიციელები, რომლებიც იმ ღამეს იქ იდგნენ, სახელმწიფო ინსტიტუტებს იცავდნენ, რომელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქურებოდა, რომელთაც კორდონებიდან ათრევდნენ, რომლებსაც რკინის, სხვადასხვა ბლაგვ საგნებს უმიზნებდნენ და ურტყამდნენ, ამ ადამიანების რაღაც სახალხო წესით გასამართლება მოხდეს. მედიასაშუალებებით გავრცელებული სამწუხარო ფაქტებიც ვიხილეთ, სადაც შესაძლო გადაცდომები იკვეთება. მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, რომ იქ, სადაც კონკრეტული გადაცდომები იყო, შესაბამისი შედეგი დადგეს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა