არჩილ თალაკვაძე - მზად ვართ, ივლისში ორგანიზება მოვახდინოთ  ფორმატის, სადაც კონსულტაციებში ოპოზიციის მონაწილეობა გაფართოვდება

"მზად ვართ, ივლისში გავუკეთოთ ორგანიზება ფორმატს, სადაც ოპოზიციის მონაწილეობა გაფართოვდება კონსულტაციებში", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მან ისაუბრა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებზე, რომ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში პარტიების ჩართულობა გაიზარდოს.

„დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს. ჩვენ მზად ვართ უკვე ივლისში გავუკეთოთ ორგანიზება ფორმატს, სადაც ოპოზიციის მონაწილეობა გაფართოვდება კონსულტაციებში და ამ ინიციატივების განხილვის პროცესში", - განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს მიმართავენ, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში შემავალი პარტიების რაოდენობა გაიზარდოს.როგორც გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, ცვლილების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც მმართველმა პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მზაობა გამოთქვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს