არჩილ თალაკვაძე -  ჩვენთვის ძალიან ძვირფასია თანამშრომლობა აშშ-სა და საქართველოს შორის და გულწრფელად ვულოცავთ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს

ჩვენთვის ძალიან ძვირფასია თანამშრომლობა ამერიკასა და საქართველოს შორის და გულწრფელად ვულოცავთ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც აშშ-ს საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

„მინდა მივულოცო ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე და ვუსურვო წარმატებები. ჩვენთვის ძალიან ძვირფასია თანამშრომლობა ამერიკასა და საქართველოს შორის და გულწრფელად ვულოცავთ ამერიკელ ხალხს ამ შესანიშნავ თარიღს", - განაცხადა თალაკვაძემ.

მანვე ჟურნალისტებთან ისაუბრა საქართველოს შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველო თავისი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სიმართლის დასაცავად არ არის მარტო. "ჩვენთან არიან პარტნიორები და საერთაშორისო საზოგადოება და ფორმატი, სადაც ნებისმიერი საკითხის დაყენება შეუძლიათ მხარეებს. სწორედ ამ ფორმატებში დადგენილი წესებით ვიხილავთ ყველა საკითხს", - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო