ნიკა მელია - ღიმილის მომგვრელია ეს ბიჟუტერია ივანიშვილისგან - სამაჯური რადგან დასჭირდა,  ესე იგი, ეშინია

ღიმილის მომგვრელიც არის ეს ბიჟუტერია ივანიშვილისგან. ეს სამაჯური არის კომიკური, რადგან ივანიშვილს ეს დასჭირდა ჩემ ხელზე, ესე იგი, ეშინია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ხელზე ელექტრონული სამაჯურის დამაგრების შემდეგ განუცხადა.

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საკუთარ სახლში დაუმაგრეს.

როგორც მელია განმარტავს, მისთვის აღნიშნული ელექტრონული მონიტორინგი არაფერს ცვლის, თუმცა, ხელისუფლების მარცხს აჩქარებს.

„მართლა მეცინება, ოღონდ გულახდილად. რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ღიმილის მომგვრელიც არის ეს ბიჟუტერია ივანიშვილისგან. არის კონტაქტი! ვის სჯერა ახლა, რომ მარტო გადაადგილებას აკონტროლებს, მტერმა ისაუბრა იმ საკითხებთან დაკავშირებით მაჯაზე ამ სამაჯურით, როცა არის მაღალი ალბათობა, რომ არათუ მხოლოდ შენი გადაადგილება კონტროლდება, არამედ საკმაოდ საფუძვლიანად ისმინება. რა დააყენეს აქ, კაცმა არ იცის, მაგრამ ეს არ არის ხალხო მთავარი. მთავარი არის ის, რომ კიდევ ვერ იაზრებს ივანიშვილი რა გააკეთა, რაში ამხილა ხალხმა. ღალატში ამხილა ხალხმა. დიახაც,“ქართული ოცნება“ ჩემთვის არის არც მეტი არც ნაკლები საოკუპაციო რეჟიმი“, - განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ ეს ყველაფერი აჩქარებს ხელისუფლების მარცხს.

„ეს სამაჯური არის კომიკური. როგორ შეიძლება მოქმედი დეპუტატი, რაც არ უნდა მოგწონდეს...თუ უმტკიცებ ბრალეულობას და აბრალებ იმას, რასაც აბრალებ, მე სახლში არ უნდა ვიყო, უნდა ვიყო იქ, სადაც უნდოდა ივანიშვილს და შეიცვალა ეს გადაწყვეტილება ერთ ღამეში. ეს მოწყობილობა, რომელსაც მე ბიჟუტერიას ვეძახი - საჩუქარი ხელისუფლებისგან, მე კი არ მამცირებს, ხელისუფლებას ამცირებს პირველ რიგში და აჩქარებს მის ყოფნას ხელისუფლებაში. მან მთავარი ვერ გაიაზრა და მთავარს ვერ მიხვდა, თუ რამ გამოიწვია ამხელა ვნებთაღელვა საზოგადოებაში, რადგან საზოგადოებამ ეს ხელისუფლება ღალატში ამხილა. ნაცვლად იმისა, რომ უმძიმეს პოლიტიკურ დანაშაულზე, რომელშიც მხილებულია ივანიშვილი, ადეკვატრური რეაგირება იყოს, დარბის და რაღაცას იგონებს ნირწამხდალი, ფერმკრთალი, უამოცანო ხელისუფლება, რომელსაც შერჩა ბიძინა ივანიშვილის სახით ბევრი ფული, მაგრამ ფულს მსყიდველობითუნარიანობა დაკარგული აქვს და აღარ იცის როგორ მართოს ის პროცესები, რომელსაც წლების განმავლობაში მართავდა. ამას პოლიტიკური აგონია ჰქვია.

დასჯა კი არა, ეს არის სასაცილო. ეს რას უშველის ბიძინა ივანიშვილს? ეს რამეს შეცვლის მისთვის? ან ჩემთვის რამეს შეცვლის, პოზიციას შემაცვლევინებს, ან ბრძოლისუნარიანობა შემცირდება ჩემი? ფაქტი ერთია, ასეთ გადაწყვეტილებამდე როცა მიდის, ფაქტია, ამ ადამიანს რაღაცის ძალიან ეშინია. ასეთ მდგომარეობაში თავი არ უნდა ჩაიგდოს, რადგან ეს დაჭირდა ჩემ ხელზე, ე.ი. ეშინია და ეშინია მას, ვისაც ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. ერთი დანაშაულიც საკმარისია იმისთვის, რომ ეშინოდეს, ის არის გაკოტრებული ოლიგარქი, რომელსაც აქვს სიმდიდრე, მაგრამ უკვე ისიც კი მიხვდა, რომ ეს არის წარმავალი ღირებულება. ფული, სიმდიდრე გაქვს დღეს, ხვალ არ გაქვს, მას უკვე აღარ აქვს, გუშინ ჰქონდა“, - განაცხადა მელიამ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა