დავით ჭიჭინაძე - მოძრაობის „სახალხო ტრიბუნა“ უპირველესი მიზანია ხალხის ხმა ხელისუფლებას გააგებინოს

მოძრაობის „სახალხო ტრიბუნა“ უპირველესი მიზანია ხალხის ხმა სწორედ ხელისუფლებას გააგებინოს. დღეს კი, ეს კარგად და საკმაოდ ოპერატიულად გამოგვივიდა”, - აცხადებს მოძრაობის ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

მისივე ინფორმაციით, პატარა ჩაილურის ციხესთან საგარეჯოს რაიონის მოსახლეობა შეიკრიბა, სადაც მათ საბანკო კრედიტებზე, ყურძნის და ატმის ფასზე, ჩავარდნილ ტურიზმზე და საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ისაუბრეს.

„შეკრების ერთადერთი მიზანი მთავრობის ყურადღების მიპყრობა და წლების წინანდელი დაპირებების ასრულებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრება“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

დავით ჭიჭინაძე მოსახლეობას დაპირდა, რომ პირადად გააკონტროლებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოსახლეობისადმი მიცემული დაპირება დროულად შესრულდეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს