ეკონომიკის სამინისტრო - საქართველოში არსებული 93 ელექტროსადგურიდან 87 ჰესია, ახალი ჰესების მშენებლობის გარეშე კი მოხმარებასა და გამომუშავებას შორის დისბალანსი გაიზრდება

საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში 2019 წლის მარტის მდგომარეობით, 93 ელექტროსადგურია ჩართული, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 4207.17 მგვტ-ია.

ელექტროსადგურებთან დაკავშირებული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოითხოვა.

უწყების ცნობით, 93 ელექტროსადგურიდან 87 ჰიდროელექტროსადგურია (ჯამური დადგმული სიმძლავრით - 3260.07 მგვტ), 5 თბოელექტროსადგური (ჯამური დადგმული სიმძლავრით - 926.40 მგვტ) და 1 ქარის ელექტროსადგური (დადგმული სიმძლავრით - 20.70 მგვტ). აღსანიშნავია, რომ არსებული ელექტროსადგურებიდან ერთი - „შუახევი ჰესი“, დადგმული სიმძლავრით - 178.72 მგვტ, დროებით გაჩერებულია გვირაბში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო.

კითხვაზე, რამდენი კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლიათ არსებულ ჰიდროელექტროსადგურებს ერთი წლის განმავლობაში, ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ 2018 წელს მოქმედი 86 ელექტროსადგურის (ჯამური დადგმული სიმძლავრით - 3994.67 მგვტ) ჯამურმა წარმოებამ 12148.55 მლნ. კვტ.სთ შეადგინა. მათ შორის: 80 ჰიდროელექტროსადგურის მიერ (ჯამური დადგმული სიმძლავრით - 3047.57 მგვტ) გამომუშავებული იქნა 9949.35 მლნ. კვტ.სთ, 5 თბოელექტროსადგურის მიერ (ჯამური დადგმული სიმძლავრით - 926.40 მგვტ) - 2114.93 მლნ. კვტ.სთ და 1 ქარის ელექტროსადგურის მიერ (დადგმული სიმძლავრით - 20.70 მგვტ) - 84.28 მლნ. კვტ.სთ ელექტროენერგია.

ამასთან, უწყების განცხადებით, აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ დღეს არსებულ ჰიდროელექტროსადგურებს არ აქვთ საკმარისი გამომუშავება გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და ახალი ჰიდროსადგურების მშენებლობის გარეშე გაიზრდება დისბალანსი ელექტროენერგიის მოხმარებასა და გამომუშავებას შორის, რაც იმპორტით უნდა დაბალანსდეს.

„საქართველოზე კომერციული და საყოფაცხოვრებო მოთხოვნის ზრდის შედეგად მოხმარება ყოველწლიურად საშუალოდ 5%-ით იზრდება.

არსებობს არაერთი კვლევა, რომლებიც ადასტურებენ, რომ 2030 წელს საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნა 21-22 მილიარდ კვტ/საათს მიაღწევს, რაც დაახლოებით 9-10 მილიარდი კტვ/სთ-ით მეტია ქვეყნის არსებულ გენერაციაზე. პესიმისტური გათვლებითაც კი (მოთხოვნის 3% ზრდის შემთხვევაში) 2030 წელს - ჯამური მოთხოვნა 18 მილიარდ კილოვატ საათამდე გაიზრდება, რაც 6 მილიარდი კვ/სთ-ით მეტია დღეისთვის არსებულ გენერაციაზე,“ - აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვათარების სამინისტროში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს