კორნელი კაკაჩია - ის მუხტი, რაც აქციებს ჰქონდა, ცოტა ჩაიკარგა და რთულია ვივარაუდოთ, რამდენად შესრულდება გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ მოთხოვნა

ფაქტია, რომ ის მუხტი, რაც აქციებს ჰქონდა, ცოტა ჩაიკარგა და რთულია ვივარაუდოთ, რამდენად შესრულდება გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ მოთხოვნა, - ამის შესახებ ექსპერტმა კორნელი კაკაჩიამ განაცხადა.

„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, ხომ არ დაკარგა საპროტესტო აქციებმა მუხტი, კაკაჩიამ დადებითი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ აქციამ ძირითად მიზანს პროპორციული არჩევნების სახით მიაღწია.

„არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ფაქტია, რომ გარკვეული პაუზა შეინიშნება და ეს ბუნებრივიცაა გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადად იქ ახალგაზრდები იყვნენ, ახლა კი გამოცდების პერიოდია და ასევე, ზაფხულში ძალიან რთულია ასეთი მუხტის შენარჩუნება. ამ აქციამ მთავარ მიზანს მიაღწია, ეს იყო პროპორციული სისტემა და ამაზე ხელისუფლება დათანხმდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა.

არ არის გამორიცხული, ამ აქციამ მიიღოს სხვადასხვა სახე და ასევე არ არის გამორიცხული, რომ თუ ძირითადი მოთხოვნები არ შესრულდა, გაგრძელდეს შემოდგომაზე, რადგან არ დაგვავიწყდეს, რომ 2020 წლის არჩევნებამდე სულ დაძაბული ფონი იქნება, გამომდინარე იმ პოლიტიკური ვითარებიდან, რომელიც შექმნილია ქვეყანაში. ფაქტია, რომ ის მუხტი, რომელიც ჰქონდა აქციებს, დღეს აღარ აქვს და ალბათ, ხელისუფლებისთვის ეს არის მთავარი. იმის გამო, რომ ეს მუხტი ცოტათი ჩაიკარგა, ცოტა რთულია, ვივარაუდოთ, რამდენად შესრულდება გახარიას გადადგომის შესახებ მოთხოვნა", - განაცხადა კაკაჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო