3000 ახალგაზრდას ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გადაამზადებენ

3000 ახალგაზრდას ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გადაამზადებენ.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტში ჩართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლება, გადამზადების შემდეგ კი ისინი მაღალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმდებიან.

„დღეს ვიწყებთ უპრეცედენტო პროექტს, რომელიც გულისხმობს ტექნოლოგიების სფეროში 3000 ახალგაზრდის გადამზადებას. ამ პროექტის მხარდამჭერია და რესურსებით უზრუნველყოფა ხდება მსოფლიო ბანკის მხრიდან. 3000 ახალგაზრდას მიეცემა შესაძლებლობა ტექნოლოგიების სფეროში სხვადასხვა მიმართულებით დასაქმდნენ, ეს არის მონაცემთა ბაზები, პროგრამირება, ბლოკჩეინი და ა.შ. შემოდგომიდან დაიწყება ის საერთაშორისო პროგრამები, რომლის მიხედვითაც ისინი გაივლიან საერთაშორისო პროგრამებს და მიეცემათ საერთაშორისო სერთიფიკატი, რაც მოგვცემს საქართველოში ყველაზე მასშტაბური პროექტის დაწყების საშუალებას, რაც გულისხმობს ტექნოლოგიების სფეროში ახალგაზრდების ჩართულობას და მაღალანაზღაურებად სხვადასხვა სამსახურებში დასაქმებას. დღეს გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი და შემოდგომიდან 3000 ახალგაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლებს ამ პროგრამებში ჩართვას",- განაცხადა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო ტენდერი ICT - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს 3000 სპეციალისტის გადასამზადებლად ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით და მისი მთლიანი ბიუჯეტი 7 მილიონ ლარს (2,5 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს.

ტენდერთან დაკავშირებულ ღონისძიებას სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკა ალავიძე და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე უძღვებიან. შეხვედრაზე მოწვეულნი არიან ICT სფეროს ტრენინგ-პროვაიდერები და IT კომპანიები, რომლებიც გაეცნობიან სატენდერო პირობებს და საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ტენდერში.

პროგრამის ფარგლებში 2019 წლის შემოდგომიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა გაიაროს უფასო კურსი პროგრამირების, მონაცემთა ბაზების, კიბერუსაფთხოების, ქსელების, პროექტ-მენეჯმენტის, დიზაინის, ბლოკჩეინისა და სხვა მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით, ასევე მოიპოვოს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული სერთიფიკატი. შედეგად - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს მოქმედი 3000 ადგილობრივი სპეციალისტი გაივლის მაღალკვალიფიცირებულ სწავლებას, რაც მიზნად ისახავს ICT სექტორის გაძლიერებას საქართველოში და სერვისების ექსპორტის ხელშეწყობას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს