მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეაბილიტაციის პროცესი შემოდგომიდან დაიწყება.

„ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან. მოხდება კრიტერიუმების განსაზღვრა, რის მიხედვით შეირჩევა ის სკოლები, რომლის რეაბილიტაციაც უნდა განხორციელდეს. ეს პროექტი მოიცავს სკოლების რეაბილიტაციას და სხვა მიმართულებებსაც. საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ ამ გეგმაზე, რომელიც შემოდგომისთვის წარედგინება მსოფლიო ბანკს და პროექტის განხორციელებაც შემოდგომიდან დაიწყება",- განაცხადა ბატიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო