ჭავჭავაძის გამზირზე წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება

ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 1.5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელები სრულად შეცვალა. პროექტის ფარგლებში, ასევე 33 ახალი ჭა მოეწყო.

„ჭავჭავაძის გამზირზე gwp წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს. ჭავჭავაძეზე წყლისა და წყალარინების 2.7 კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად იცვლება. პროექტში gwp 3.4 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს“,- განაცხადა სოფიო ნატროშვილმა, gwp-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.

კომპანია, ხვალ, ჭავჭავაძის გამზირზე მაგისტრალურ ქსელზე პირველ გადაერთებით სამუშაოებს განხორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 5 ივლისს დილის 09:00 საათიდან 6 ივლისს დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირს, ალექსიძის, მცხეთის, ტაბიძის, ფალიაშვილის, ატენის და მიმდებარე ქუჩებს; კოსტავას და პეკინის ქუჩების ნაწილს; ჭოველიძის, მაყაშვილის და მიმდებარე ქუჩებს;

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო