სერგი კაპანაძე - შეუძლებელია სპეცრაზმს თვითნებურად ემოქმედა და თუ ასე იყო, არ უნდა გაეცათ ბრძანება, რომ ეს თვითნებობა შეეწყვიტათ? - ნათია მეზვრიშვილის განცხადება შს მინისტრს უფრო ცუდ მდგომარეობაში აგდებს

შეუძლებელია, რომ სპეცრაზმს თვითნებურად ემოქმედა მთელი ღამის განმავლობაში და თუ ხედავდნენ, რომ სპეცრაზმი მთელი ღამე თვითნებურად მოქმედებდა, ბრძანება არ უნდა გაეცათ რომ შეეწყვიტათ ეს თვითნებობა?,“ - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

კაპანაძის თქმით, მეზვრიშვილის მიერ მოყვანილი არგუმენტი სისულელეა და კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აგდებს შს მინისტრს.

„იმდენად სისულელეა ეს არგუმენტი, რომ კიდევ უფრო ამძაფრებს და კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აგდებს შს მინისტრს. რეალურად რა მოხვდა - ბრძანება გაიცა ან გასცა გახარიამ ან გასცა ივანიშვილმა ჩუბინიძის გავლით და ორივე შემთხვევაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის გახარიაზე იმიტომ, რომ პირველ რიგში, მის პირდაპირ დაქვემდებარებაში იყო სპეცრაზმი და მეორე შემთხვევაში გამოდის, რომ მას თავზე გადაახტნენ და მისი დაქვემდებარების ფარგლებში მყოფი სპეცრაზმი გამოიყენა სხვამ. ორივე შემთხვევაში არის გადასაყენებელი,“ - განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრ ნათია მეზვრიშვილმა 20-21 ივნისის აქციის დაშლაზე ჟურნალისტებთან შემდეგი კომენტარი გააკეთა: „როცა პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, როცა პოლიციელზე მიაქვთ იერიში, როცა სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმით აღებას ცდილობენ, როცა პოლიციელებს კორდონიდან იტაცებენ, უბრალოდ მაინტერესებს, თქვენ რომ პოლიციელი იყოთ, დალოდებოდით თუ არა, ვინმეს ბრძანებას? რა თქმა უნდა, არა!“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს