ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც განიხილავენ

4-8 ივლისს, ლუქსემბურგში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესია ჩატარდება და მასში ეუთო-ს 57 ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემაა "პარლამენტების როლი უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიზნებისთვის" და სესიაზე მიღებული იქნება დეკლარაციაც. „სადისკუსიო რეზოლუციებს შორის არის საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებს ეხება. რეზოლუციაში დაგმობილია რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები, 12 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ასევე , მასში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით დღეს არსებული ვითარება დეტალურად არის აღწერილი. რეზოლუციაში ხაზგასმულია დისკრიმინაცია, გატაცებები, გამოუძიებელი მკვლელობები, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნა. დევნილთა დაბრუნებისთვის პირობების არარსებობა და ამ კუთხით რუსეთის პასუხისმგებლობა. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ როდესაც თემა ეხება ადამიანის უფლებებს ამგვარ დარღვევებს, აუცილებელია საპასუხო საერთაშორისო აქტივობის გაძლიერება და გამკაცრება“, - აცხადებენ პარტიაში.

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, სესიის მუშაობაში რუსეთის დელეგაციაც მონაწილეობს, რომელსაც უკვე აქვს განცხადებული, რომ შეეცდება საქართველოს რეზოლუცია არ იყოს მიღებული და შესაბამისად სესიის მიმდინარეობის დროს მოსალოდნელია მწვავე დისკუსიაც.

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას აქვს მიღებული ძალიან მკაცრი დოკუმენტები რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ და ეს ბრძოლა აუცილებელია საერთაშორისო ზეწოლის გასაძლიერებლად. მიუხედავად მოსალოდნელი დიდი წინააღმდეგობისა, იმედი მაქვს საქართველოს პოზიციას ეუთოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერა ექნება“,- განაცხადა გიგი წერეთელმა. ასამბლეაზე, რეზოლუციებს შორის არის უკრაინის კონფლიქტთან, ტერორიზმის მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული რეზოლუციებიც.

„ევროპული საქართველოს“ ცნობით, ასამბლეის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია პარლამენტარიზმის 100 წლისადმი მიძღვნილ გამოფენასაც უმასპინძლებს. ამავე სესიაზე საპარლამენტო ასამბლეა ახალ ბიუროს შემადგენლობას აირჩევს, გაიმართება პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის და სხვა კომიტეტის ხელმძღვანელების არჩევნები.

წინასწარი ინფორმაციით, ევროპის სახალხო პარტია (EPP) პრეზიდენტის პოსტზე ახალი ვადით გიგი წერეთელს დაუჭერს მხარს. ასამბლეა მუშაობას 8 ივლისს დაასრულებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა