ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციარებს ადაპტირებული ეტლები გადაეცათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ამურ რევიშვილმა, დეპარტამენტის თანამშრომელმა ვაჟა დალაქიშვილმა და კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, თამაზ კალატოზიშვილმა, ლაგოდეხში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, 97 წლის შშმ ვეტერანს, შალვა ყანჩაშვილს ადაპტირებული სამედიცინო ეტლი გადასცეს.

ადაპტირებული ეტლი გადაეცა, ასევე, თელავში მცხოვრებ შშმ პირს, უშანგი კუკუნაშვილს, რომელიც აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული გოდერძი კუკუნაშვილის მამაა.

ეტლების გადაცემა მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შორის გაფორმდა. აქცია კვლავაც გაგრძელდება და ეტლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანები ეტაპობრივად მიიღებენ.

ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო