საბერძნეთში 7 ივლისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება

7 ივლისს საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. წინასწარი სოციოლოგიური გამოკვლევების მიხედვით, არჩევნების მოგების შანსი აქვს მთავარ ოპოზიციურ მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას „ახალ დემოკრატიას“, თუმცა ჯერ ვერც ერთი გამოკვლევა ვერ ამტკიცებს, მოახერხებს „ახალი დემოკრატია“ მთავრობის ჩამოყალიბებას დამოუკიდებლად, თუ მას კოალიციის შედგენა დასჭირდება.

მას დაახლოებით 10 პროცენტით ჩამორჩება ამჟამინდელი მმართველი რადიკალური მემარცხენე პარტია „სირიზა“. ამ ორი ლიდერი პოლიტიკური ძალის გარდა პარლამენტში მოხვედრის შანსი კიდევ 5 პარტიას აქვს. ამ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

საბერძნეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაინიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო