არჩილ თალაკვაძე ახალგაზრდებს შეხვდა, რომელთაც პარლამენტში სტაჟირება გაიარეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ახალგაზრდებს შეხვდა, რომელთაც საქართველოს პარლამენტში სტაჟირება წარმატებით გაიარეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მათგან რამდენიმე მუშაობას პარლამენტის აპარატში გააგრძელებს.

„ჩვენი სურვილია, პარლამენტი იყოს ახალგაზრდების მიმართ მეგობრული. პირველი დასაქმება, პირველი სამსახურის მოძიება ადვილი არ არის - სტაჟირების პროგრამა სწორედ ამაში დაგეხმარებათ. პარლამენტი იყოს ახალგაზრდების პარლამენტიც, ისევე, როგორც ყველა თაობის. ამიტომ, ყველას გთხოვთ, რომ სხვა ინიციატივებშიც - იქნება ეს კვლევები, საკომიტეტო განხილვები, პროგრამები, რომელიც პარლამენტს აქვს, მიიღოთ მონაწილეობა",- განაცხადა შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.

ახალგაზრდებს მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ, რომელმაც მათ სტაჟირების წარმატებით დასრულება მიულოცა. მისი თქმით, შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით გაიმართა, რაც ახალგაზრდებთან პირდაპირი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე მეტყველებს.

"მიხარია, რომ ის ჩანაფიქრი, რომლისთვისაც ეს პროგრამა დაინერგა საქართველოს პარლამენტში, რეალიზებულია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო არჩილ თალაკვაძეს იმისთვის, რომ ის შეთანხმება, რაც იყო მიღწეული ირაკლი კობახიძის დროს, რომ დასაქმდებოდა რამდენიმე თქვენგანი, ვინც ყველაზე მაღალ შეფასებას მიიღებდა, მხარდაჭერილია მისი მხრიდან და დამატებით ახალი ინიციატივები გამოითქვა", - მიმართა ახალგაზრდებს გივი მიქანაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს