მაია ცქიტიშვილი - გავრილოვთან დაკავშირებულ ინციდენტს საერთო არაფერი აქვს რუსი ხალხის მიმართ ჩვენს განწყობასთან - ეს არ უნდა გადაიზარდოს რუსოფობიაში

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავრილოვთან დაკავშირებულ ინციდენტს საერთო არაფერი აქვს რუსი ხალხის მიმართ ჩვენს განწყობასთან, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვას მოჰყვა სწრაფი რეაგირება, თუმცა აღნიშნულმა არ უნდა გამოიწვიოს საქართველოში რუსოფობია და ანტირუსული განწყობები.

„პროტესტი გამოიწვია რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩენამ, რაც სრულიად სამართლიანი პროტესტი იყო, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდიც შეუერთდა. ამ კონკრეტულ ფაქტს ძალიან სწრაფად მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. თავად საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც შეწყდა. ეს ინციდენტი ასეთი სახით სწრაფადვე იყო ამოწურული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ინციდენტს არაფერი საერთო არ აქვს ჩვენს განწყობასთან რუსეთის ხალხის მიმართ. ეს იყო პროტესტი კონკრეტული დეპუტატის ჩვენს ინსტიტუციაში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ყოფნის გამო, რაც ნამდვილად ძალიან მძიმე და შეურაცხმყოფელიც იყო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გადაიზარდოს რუსოფობიაში, ანტირუსულ განწყობებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერის ისტორია, ქართული კულტურაც დაგვიცავს იმისგან, რომ პოლიტიკური სპეკულაციები და იმ განწყობების შექმნის მცდელობა, რომელსაც ვხედავთ, არ მოგვცემს საშუალებას, საქართველოში ეს განწყობები რეალურად იყოს. ძალიან სამწუხარო და მძიმე საყურებელი იყო ის ფორმა, რითაც მოხდა რუსეთის დელეგაციის საქართველოდან გაცილება, როდესაც შსს-ს მისი დაცვა მოუწია, რაც ნამდვილად არ შეეფერება იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენ, ქართველებს გვაქვს ზოგადად რუსების მიმართ. ქართველებს არასდროს განუხორციელებიათ დევნა არც ერთი ერის ეთნიკური ნიშნის მიმართ. ჩვენს ქვეყანაში ვართ ღია ჩვენი რუსი მეგობრების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობილები არიან საქართველოსადმი და რუსეთის მოქალაქეების, ტურისტების მიმართ, რომლებიც აქ ჩამოდიან და რომელთაც უყვართ საქართველო“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო