ზაზა გაბუნია თემქაზე მოსახლეობას შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თემქისა და სანზონის მაჟორიტარი ზაზა გაბუნია, თემქაზე, ავშნის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

„მოსახლეობას თავიდანვე დავპირდი, რომ გვექნებოდა აქტიური კომუნიკაცია და მოხარული ვარ, რომ ამას ორმხრივად ვახერხებთ. ამ ტიპის შეხვედრები მე როგორც მათ მიერ არჩეულს მაძლევს შესაძლებლობას უფრო კარგად დავინახო საკითხები, რომელთა მიმართ ყურადღება მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გაბუნიამ.

მოსახლეობამ ზაზა გაბუნიას ავშნის ქუჩაზე ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების გამო მადლობა გადაუხადა და ახალი საჭიროებები გააცნო.

ინფორმაციას პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა