ენერგოომბუდსმენის აქცია „მოძრავი ოფისი“ აჭარის რეგიონში გაგრძელდა

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი და მისი რეგიონული წარმომადგენელი ბექა სიორდია მიმდინარე კვირას ბათუმის ოფისში იღებდნენ მოქალაქეებს, 3 ივლისს კი სამსახურმა საქმიანობა შუახევის მუნიციპალიტეტში გააგრძელა.

ენერგოომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, საზოგადოებრივმა დამცველმა საინფორმაციო ბროშურები გაავრცელა და შუახევის საზოგადოებრივ ცენტრში შეხვდა მოქალაქეებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო სამსახურების წარმომადგენლებს.

„ენერგოომბუდსმენისა და მისი სამსახურის ფუნქციების გაცნობის მიზნით, საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, რომელმაც სალომე ვარდიაშვილთან ერთად განიხილა რეგიონში ელექტროენერგეტიკის მიმართულებით არსებული პრობლემები.

აგრეთვე, დაიგეგმა შეხვედრა ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებთან, რომლებიც გაავრცელებენ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობისთვის.

აქცია „მოძრავი ოფისი“ გრძელდება და უახლოესი აქტივობა ჩატარდება მცხეთა-მთიანეთის მიმართულებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა