ჩრდილოეთ კორეაში დაკავებული ავსტრალიელი სტუდენტი გათავისუფლებულია

ავსტრალიელი სტუდენტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში იყო დაკავებული, გათავისუფლებულია. 29 წლის ალეკ სიგლი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში სწავლობდა, 25 ივნისს დაიკარგა.

ის ამჟამად ჩინეთში იმყოფება. ალეკ სიგლიმ აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველაფერი წესრიგში აქვს. მან არ ილაპარაკა იმაზე, თუ რა შეემთხვა ჩრდილოეთ კორეაში.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა პარლამენტის სხდომა შეაჩერა, რათა მიეღო დაზუსტებული ცნობა სიგლის გათავისუფლების შესახებ.

მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ავსტრალიას სტუდენტის გათავისუფლებაში შვედეთის ხელისუფლება დაეხმარა.

ამ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო