სოფო კილაძე - ოპოზიციური პარტიისადმი კუთვნილება არ უნდა იყოს ინდულგენცია, მაშინ, როდესაც საუბარია სავარაუდო დანაშაულის ნიშნებზე

როდესაც 20-21 მოვლენების კადრები ვიხილეთ, როდესაც მართლა იყო შტურმი პარლამენტზე, სამართალდამცავებს აქვთ ვალდებულება შესაბამისი ნაბიჯები გადადგან - როდესაც საუბარია სავარაუდო დანაშაულის ნიშნებზე, ოპოზიციური პარტიისადმი კუთვნილება ინგულგენცია არ უნდა იყოს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განუცხადა.

კილაძის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და კანონი ყველას თანაბრად უნდა მოეპყრას, ვინც არ უნდა იყოს ის.

“საგამოძიებო პროცესი სამართლებრივი სახელმწიფოს შესაბამისად უნდა წარიმართოს. დაცული უნდა იყოს ყველანაირი პროცესუალური ნორმა. მესმის, რომ როდესაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებზე ვსაუბროთ, აქ არის საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების განსაკუთრებული ინტერესი, რათა პროცესი სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნების შესაბამისად წარიმართოს. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა და ასევე გვაქვს სამართლადმაცავი სტრუქტურების დისკრეციული უფლებამოსილება. ჩვენ ვნახეთ, რომ პარლამენტზე შტურმი განხორციელდა და ამაში მათ შორის ოპოზიციის ლიდერები იღებდნენ მონაწილეობას. გამომდინარე აქედან, სამართალდამცავი სტუქტურები ვალდებული არიან მომხდარზე რეაგირება მოახდინონ. ბუნებრივია, ჩვენ პროცესს დავაკვირდებით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ოპოზიციური პარტიისადმი კუთვნილება არ უნდა იყოს ინდულგენცია მაშინ, როდესაც საუბარია სავარაუდო დანაშაულის ნიშნებზე“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ სოფო კილაძემ.

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა გამოკითხვაზეა დაბარებული. ამასთან, შსს, გარდა გიგი უგულავასი, სასამართლოს ირაკლი ოქრუაშვილისა და გია ბარამიძის დაკითხვის მოთხოვნითაც მიმართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა