გიგი უგულავა - ვაპირებ მაგისტრ მოსამართლესთან მოვყვე ყველა დეტალი - ხელისუფლებამ პანიკაში მიიღო დარბევის გადაწყვეტილება და მოლაპარაკების ნაცვლად, ადამიანებს დათვის ტყვიები დაუშინა

ვაპირებ მაგისტრ მოსამართლესთან მოვყვე ყველა ის დეტალი, რომელიც ხელისუფლებას ამხელს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ მომავალში საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს ის აპირებს მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვაზე მივიდეს.

„იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებისგან ვისმენთ, რომ თურმე დაშლა საერთოდ არ ყოფილა და მოგერიება იყო და რომ თურმე სპეცრაზმელები მოქმედებდნენ თვითდინებით, გადაწყვეტილებას თვითონ იღებდნენ და მათ არანაირი ბრძანება არ ჰქონიათ სახეზე გვაქვს გამოძიების ფუნდამენტური გაყალბების მცდელობა და რეალობის დამახინჯება. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ სამართლებრივად დამაგრდეს სიმართლე და ამიტომ ძალიან კარგია, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მოხდება ჩვენი დაკითხვა. იმისთვის, რომ სამართლებრივად დამაგრდეს სიმართლე და საზოგადოებამ ახლა თუ არა მერე მაინც გაიგოს, რადგან ახლანდელი გამოძიების იმედი არ მაქვს. ამიტომ, ვაპირებ მაგისტრ მოსამართლესთან მოვყვე ყველა ის დეტალი, რომელიც ხელისუფლებას ამხელს. ხელისუფლებამ, რომელმაც პანიკაში მიიღო დარბევის გადაწყვეტილება და მოლაპარაკების ნაცვლად, რომელიც მათივე მხრიდან იყო ინიცირებული ადამიანებს დათვის ტყვიები დაუშინა“,-აცხადებს უგულავა.

ლადო პაპავა - საქართველოში სტაბილურად არასტაბილური ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.02.2020
ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში