დღეს აქციაზე სიტყვით გამოსვლები არ იქნება და მხოლოდ კონცერტი გაიმართება

აქციის მე-15 დღეს პარლამენტთან ცნობილი მომღერლები და ჯგუფები ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია-კონცერტს გამართავენ. ორგანიზატორების განცხადებით, დღეს აქციაზე სიტყვით გამოსვლები არ იქნება და სცენა მხოლოდ სოლო შემსრულებელსა და ბენდებს დაეთმობათ.

„პროტესტის მეთხუთმეტე დღეს გადავწყვიტეთ, რომ გრანდიოზული კონცერტი გაგვეკეთებინა და ყველა ის არტისტი დაგვეპატიჟებინა, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს იზიარებს. კონცერტს ექნება სიმბოლური სახელი „მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ“ და აქ ვიხილავთ ძალიან ბევრ სოლო შემსრულებელსა თუ ქართულ ბენდს, რომლებიც ცნობილი არიან და დიდი სიყვარულით სარგებლობენ. ბუნებრივია, როდესაც არტისტები ერთვებიან პროტესტში , ის უფრო ძლიერი ხდება იმიტომ, რომ ხელოვანების წვლილი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ძალიან მაღალია. მითუმეტეს, მათი ხედვებიც, მათი იდეებიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გრძელვადიანი პროტესტი უფრო მრავალფეროვანი გახდეს და უფრო ძლიერი. ამიტომაც, ჩვენ შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანისთვის მიგვეცა დღეს სცენაზე გამოსვლის საშუალება“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო