სააპელაციო სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად პენტაგონის სახსრების გამოყენება  აუკრძალა

ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა უფრო დაბალი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებაზე, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკრძალავს პენტაგონის სახსრების ნაწილის გამოყენებას მექსიკის საზღვარზე კედლის ასაგებად.

როგორც ცნობილია, კონგრესმა ტრამპის ადმინისტრაციას კედლის ასაშენებლად სახსრები არ გამოუყო. ამის შემდეგ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც კანონით მას უფლებას აძლევდა კედლის ასაგებად დაეხარჯა ფული აშშ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან. თუმცა, რამდენიმე შტატმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. სასამართლომ ტრამპს ამ ფულის საკუთარი შეხედულებისამებრ ხარჯვა აუკრძალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ უშედეგოდ. სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ „კონსტიტუცია კონგრესს ანიჭებს ძალაუფლებას“.

„ასიგნებების თაობაზე მუხლის შესაბამისად სწორედ კონგრესმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს გადასახადის გადამხდელთა დოლარები“, - ნათქვამია სასამართლოს ვერდიქტში.

ტრამპს კედლისთვის 6,7 მილიარდი დოლარი სჭირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა