სერგეი შოიგუ - წყალქვეშა აპარატზე ხანძარი ბირთვულ რეაქტორს არ შეხებია

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ოფიციალურად განაცხადა, რომ ბარენცის ზღვაში ღრმაწყლოვან წყალქვეშა აპარატზე საგანგებო სიტუაციის მიზეზი აკუმულატორების სექციაში ხანძარი გახდა, შემდეგ ხანძარი გავრცელდა სხვა განყოფილებებზეც, მაგრამ არ შეხებია ბირთვულ რეაქტორს.

„ატომური ენერგეტიკული დანადგარი ამ წყალქვეშა აპარატზე მთლიანად იზოლირებულია და იქ ადამიანები არ შედიან. ამას გარდა ეკიპაჟმა ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ დაეცვა ატომური დანადგარი. ის მთლიანად მუშა მდგომარეობაშია“, - განაცხადა შოიგუმ. რუსეთის თავდავის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ წყალქვეშა აპარატს უმოკლეს დროში აღადგენენ. ამ ინფორმაციას კრემლის საიტზე დაყრდნიბით „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ხანძარი წყალქვეშა აპარატზე 1 ივლისს მოხდა, რასაც 14 მაღალი რანგის სამხედრო ემსხვერპლა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს