კახა კალაძე ჟურნალისტებს - თქვენ გჯერათ, რომ სპეცრაზმელებს გიორგი გახარია ეუბნებოდა თვალებში და თავში ესროლათ?

თბილისის მერის მტკიცებით, თუ 20-21 ივნისის მოვლენებში მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს გამოძიება გამოკვეთს, მათ თანამდებობიდან გაათავისუფლებენ და "სკამებს არავინ გამოეკიდება".

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

"ყველა, ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი კონკრეტულ გადაცდომებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ვიხილეთ და ძალის გადამეტების თვალსაზრისით იყო ცალკეული ეპიზოდები, აუცილებლად ყველამ უნდა აგოს პასუხი",- განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე: როგორ აფასებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებას, რომ სპეცრაზმელები თვითნებურად მოქმედებდნენ და სჯერა თუ არა კახა კალაძეს, რომ თვითნებურად გამოიყენეს იარაღი სპეცრაზმელებმა? დედაქალაქის მერმა კითხვითვე უპასუხა:

„თქვენ გჯერათ, რომ გიორგი გახარია ეუბნებოდა თვალებში და თავში ესროლათ? როგორ შევაფასოთ, რა დავარქვათ იმას, რომ 2-3 საათის განმავლობაში სცემდნენ პოლიციელებს? მითხარით, რა დავარქვათ ამას?! ყველაფერი თანმიმდევრულად ხდებოდა. იყო მშვიდობიანი აქცია, პოლიცია იდგა, ერთი ნაბიჯი არ გადმოუდგამთ წინ და მაინც ხდებოდა მათი ცემა. რა დავარქვათ ამას? ის ცალკეული შემთხვევები, რაც ვნახეთ, არის უმძიმესი და ამას გამართლება არ აქვს, რასაც გამოძიება დაადგენს.

გამოძიება დაადგენს რეალურად რა მოხდა. კანონზე მაღლა არ დგას არავინ, ყველას მოეკითხება, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. არ უნდა მოვერიდოთ ამას. ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა აგოს პასუხი",- განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ პროკურატურამ მყისიერად დაიწყო გამოძიება და 10 პირია გამოკვეთილი.

"დაველოდოთ, ყველაფერი იქნება ცხადი და ნათელი",- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს, კალაძე აცხადებს, რომ სკამებს ჩაჭიდებული არავინ არ არის და თუ გამოიკვეთება მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულიც, პასუხისგება მათაც მოუწევთ.

"რა მნიშვნელობა აქვს თანამდებობის პირია თუ არა. რამდენი შემთხვევა გინახავთ, როდესაც თანამდებობის პირი გათავისუფლებულა თანამდებობიდან არასწორი ქმედებების გამო. ხომ იყო ასეთი შემთხვევები? მაგალითად, ღარიბაშვილის მინისტრობის დროს. გამოძიება როცა დასრულდება, მარტივი იქნება ყველაფერი" , - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს