ირაკლი სესიაშვილი ნათია მეზვრიშვილის განცხადებაზე - როდესაც პოლიციაზე ხდება თავდასხმა, პოლიციას კანონით აქვს უფლება, რეაგირება მოახდინოს

ბუნებრივია, როდესაც პოლიციაზე ხდება თავდასხმა, პოლიციას კანონით აქვს უფლება, რეაგირება მოახდინოს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის შეფასებით, 20 ივნისს, აქციის პირველი-ორი საათის განმავლობაში, პოლიცია მოთმინების მაღალი სტანდარტით აგრესიულ ჯგუფს აჩერებდა, მას იმ მომენტისათვის ძალისა და კანონით დადგენილი სპეცსაშუალებების გამოყენების ლეგიტიმური უფლება ჰქონდა, მაგრამ პოლიციამ მოთმინების მაღალი სტანდარტი გამოიჩინა.

“წინასწარ იმის თქმა, როგორ განვითარდა პროცესი და ვინ როდის რა ბრძანება გასცა, გამიჭირდება. გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენ მის შედეგებს უნდა დაველოდოთ, რადგან მომხდარს დეტალური კვლევა სჭირდება. მთავარი ამ პროცესში იყო ის, რომ ჩვენ ყველამ ერთად დავინახეთ, რომ გარკვეულმა აგრესიულმა ჯგუფმა მოწოდების შესაბამისად პარლამენტის შენობისაკენ იერიში დაიწყო, სადაც კანონის შესაბამისად განლაგებული იყო პოლიცია და სახელმწიფოს სტრატეგიულ ობიექტს იცავდა. ალბათ არსებობდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შენობაში შეჭრას აპირებდნენ. ამ შემთხვევაში, პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებდა. ბუნებრივია, როდესაც პოლიციაზე ხდება თავდასხმა, პოლიციას კანონით აქვს უფლება, ამაზე რეაგირება მოახდინოს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს როგორ მოქალაქეებმა, ასევე პოლიციელებმა და ამ შემთხვევაში მათი ერთმანეთისგან გარჩევა არ უნდა მოხდეს.

“სწორედ ამიტომ უნდა ჩატარდეს გამოძიება. თუკი იყო კონკრეტული შემთხვევები, როდესაც კონკრეტულმა სამოქალაქო პირებმა მიზანმიმართული აგრესია გამოიჩინეს, ხოლო კონკრეტულმა პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადაამატეს, ამაზე კონკრეტულმა პირებმა პასუხი უნდა აგონ და რეაგირება იყოს ადეკვატური. ეს ყველაფერი ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებებითა და პარლამენტის შენობისკენ მიზანმიმართული შტურმით დაიწყო. პოლიციას აქციის დაშლა თავიდანვე არ დაუწყია. პოლიცია ორი საათის განმავლობაში არანაირ სპეცსაშუალებას არ იყენებდა, გარდა იმისა, რომ აგრესიულ ჯგუფს აკავებდა. ეს ყველაფერი ერთობლიობაში უნდა იყოს გამოძიებული. ასევე გამოძიებული უნდა იყოს კონკრეტულად ვინ რა ბრძანება გასცა, იყო თუ არა ეს ბრძანება კანონიერი, თუ ბრძანება კანონიერი იყო, ვინ არ დაემორჩელა, და თუ არ დაემორჩილა, რაში გამოიხატა ეს არდამორჩილება. ეს არის ერთადერთი სწორი გზა! კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს - მინისტრიც და რიგითი მოქალაქეც“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა 20-21 ივნისის აქციის დაშლაზე ჟურნალისტებთან შემდეგი კომენტარი გააკეთა: “როცა პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, როცა პოლიციელზე მიაქვთ იერიში, როცა სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმით აღებას ცდილობენ, როცა პოლიციელებს კორდონიდან იტაცებენ, უბრალოდ მაინტერესებს, თქვენ რომ პოლიციელი იყოთ, დალოდებოდით თუ არა, ვინმეს ბრძანებას? რა თქმა უნდა, არა!“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს