„საქართველოს რკინიგზა“ სამგზავრო მატარებლებში სადგურების შესახებ ინფორმაციის ორ ენაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

„საქართველოს რკინიგზა“ შტადლერის სამგზავრო მატარებლებში მოახლოებული სადგურების შესახებ ინფორმაციის ორ ენაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს, მატარებლებში ტექსტის ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოცხადება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ხდება, რაც გამოწვეულია მომსახურების გაუმჯობესებით და არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

„საქართველოს რკინიგზა მუდმივად ზრუნავს მგზავრთა მაქსიმალურ კომფორტზე და ცდილობს დახვეწოს და განავითაროს სერვისები.

შტადლერის ტიპის მატარებლებში მოახლოვებული სადგურების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებით ცხადდებოდა სამ ენაზე, რაც განცხადებების ხანგრძლივობის გამო, მგზავრებში იწვევდა უკმაყოფილებას და დისკომფორტს.

შესაბამისად, თითქმის 4 თვეა სს "საქართველოს რკინიგზამ" მიიღო ტექსტის შემოკლებისა და გამოცხადების ინტენსივობის შემცირების გადაწყვეტილება.

ვაცხადებთ, რომ ვინაიდან ოთხი თვეა შტადლერის სამგზავრო მატარებლებში შემცირებული ტექსტი ნაკლები ინტენსივობით ცხადდება მხოლოდ ქართულ და საერთაშორისოდ აღიარებულ ინგლისურ ენებზე, მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად,

სს "საქართველოს რკინიგზის" აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით და არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს,” - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს