ავსტრიაში თუშეთის შესახებ  ფილმის პრემიერა გაიმართა

“Heimat auf Zeit”– ავსტრიის ქალაქ გმუნდენში საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს. ფილმის რეჟისორია რაინჰარდ ფორსტინგერი. გადაღება თუშეთში მიმდინარეობდა და ფილმში საქართველოს მაღალმთიანი მხარის უნიკალური და ულამაზესი კადრები მოხვდა.

დოკუმენტურ ფილმში თუშეთის მოსახლეობის სოციალური ყოფა და ადათ-წესებია ნაჩვენები. ფილმში წარმოდგენილია ქართული ხალხური მუსიკა.

„ფილმის პრეზენტაციას 300-მდე სტუმარი, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ავსტრიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და ადგილობრივი ჟურნალისტები დაესწრნენ.

დოკუმენტური ფილმის პრემიერის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ავსტრიაში პრეზენტაცია გამართა. სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს სამთო ტურისტული მიმართულებით და ქართული სამზარეულოთი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა