სერგი კაპანაძე პროკურატურის განცხადებაზე - ეს ოპერა გავლილი გვაქვს - უკვე სიგიჟეში გადავიდნენ, ამბოხების ნიშნები ვინ დაინახა?

ეს ოპერა უკვე გავლილი გვაქვს,- ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურის დღევანდელ განცხადებას. როგორც სერგი კაპანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, ხელისუფლება აგონიაშია.

„უკვე სიგიჟეში გადავიდნენ. აქ ამბოხების ნიშნები ვინ დაინახა? როგორ უნდა ეცადო ამბოხების დაინახო თუ ძალიან შეშინებული არ ხარ. ეს ოპერა უკვე გავლილი გვაქვს. ჭიკაიძე იძიებდა საბურავების საქმეს და „რუსთავი2“-ის ამბებზე იყო კიდევ ერთი მცდელობა. კრიზისების დროს ხელისუფლება ცდილობდა, რომ ესაუბრა რაღაც საფრთხეზე, რომელიც აღმოჩნდა, რომ არ იყო. ახლაც როგორც ჩანს, იგივე ისევ გააცოცხლეს. უნდათ შენიღბონ გახარიას პასუხისმგებლობა და ისრები სხვაგან გადაიტანონ. ეს ყველაფერი არ გამოუვათ, ეს არის ძალიან მოკლევადიანი სტრატეგია, რომელიც აუცილებლად წარუმატებლად დასრულდება“,-აცხადებს სერგი კაპანაძე.

რაც შეეხება საქართველოს პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, გაიზარდოს მოცემულ საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე, ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, შესაძლოა ოპოზიის ლიდერებს ბრალი წაუყენონ, თუმცა ამის საფუძველი არ არსებობს.

„არ მიკვირს, „ქართული ოცნება“ დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნით. მოსალოდნელია, რომ ბრალი წაუყენონ ოპოზიციონერებს, მაგრამ ამაში დრამატული არაფერი არ არის. ამით ისინი ვერც ხელისუფლებას გაიხანგრძლივებენ და ვერც გახარიას აარიდებენ პასუხისმგებლობას“,- აცხადებს სერგი კაპანაძე.

2019 წლის 20-დან 21 ივნისის ღამეს, ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე განმარტებით, დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. უწყების ცნობით, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გაგრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო