ვახტანგ გომელაური  ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურთან, ვიცე-ადმირალ კოლინ კილრეინთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაუხურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და კონკრეტული მიმართულებები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

მხარეებმა ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებზე და მათთან გამკლავების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს