შს სამინისტრო დოლიძის ქუჩაზე მამაკაცის დაჭრასთან დაკავშირებით ერთი პირის დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს

დოლიძის ქუჩაზე მამაკაცის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ა.ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა1971 წელს დაბადებული პ.შ., ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ა.ვ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა