UNESCO-სა და ევროკავშირის კონკურსის გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ევროკავშირისა და UNESCO-ს 2019 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია - „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“ გაიმართება.

ღონისძიებას მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, საქართველოს UNESCO-ს საქმეთა ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ქეთევან კანდელაკი და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ წარმომადგენლები ელენე თოიძე და ვატო ურუშაძე გაუძღვებიან.

„შემოქმედებითი კლასტერების მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება საქართველოში“ - ევროკავშირისა და იუნესკოს კონკურსის გამარჯვებული პროექტის განხორციელების მიზანია საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში, შემუშავდება სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე, დაგეგმილია შემოქმედებითი ინდუსტრიების ბაზრის ძირეული შესწავლა და იმ სარგებლის განსაზღვრა, რასაც ამ სფეროს განვითარების შედეგად მიიღებს ქვეყანა. 2 წლის განმავლობაში, პროექტში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები შეიმუშავებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს მეტი შემოქმედებითი სივრცეების შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროექტის განხორციელების პროცესში მონაწილეობს იუნესკოს საერთაშორისო ექსპერტი კულტურის პოლიტიკის მიმართულებით - ლიდია ვარბანოვა, ხოლო ადგილობრივი ექსპერტის შერჩევის მიზნით გამოცხადებულია ღია კონკურსი https://bit.ly/2XFUCrN .

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარების პროექტი თანხვედრაშია „კულტურის სტრატეგია 2025“-ის სტრატეგიულ მიმართულებებთან, რაც გულისხმობს საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოებასა და მომსახურების გაუმჯობესებას.

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2020
ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა