ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნებას 19 ივლისს აპირებს

ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნებას 19 ივლისს აპირებს. როგორც ოქრუაშვილი აცხადებს, მან 28 ივნისს ოფიციალური წერილით მომართა შსს-ს და აცნობა, რომ 2 ივლისს საზღვარგარეთ მიდიოდა.

ამასთან, ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს- „ თუ მანამდე სხვების დაჭერას გადაწყვეტ, მეორე დღესვე მანდ ვარ“.

შეგახსენებთ, რომ შსს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი ბარამიძის გამოკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მაგისტრატ მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შუამდგომლობით იმის გამო მიმართეს, რომ სამივე პირი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლაზე უარს ამბობენ.

„უგულავამ, ბარამიძემ და ოქრუაშვილმა უარი განაცხადეს საგამოძიებო უწყებაში გამოსაკითხად შსს-ში მოსვლაზე, შსს მიმართავს შუამდგომლობით სასამართლოს, რათა მოხდეს ამ პირების მაგისტრატ მოსამართლის წინაშე დაკითხვა“, - განაცხადეს შსს-ში.

ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)