ირაკლი სესიაშვილი - ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა მარტივია, მაგრამ ის, რომ 20 ივნისის აქციაზე პოლიტიკოსებმა ხმა არ ამოიღეს და აგრესიულ ჯგუფებს ძალადობის შეჩერებისკენ არ მოუწოდეს, დანაშაულია

ხელისუფლებისაკენ ხელის გაშვერა მარტივია, რადგან ძალა ხელისუფლებას აქვს, მაგრამ ის, რომ 20 ივნისის აქციაზე პოლიტიკოსებმა ხმა არ ამოიღეს და აგრესიულ ჯგუფებს ძალადობის შეჩერებისკენ არ მოუწოდეს, ეს მძიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დანაშაულია, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

სესიაშვილის აზრით, თუკი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს ძალადობის გაგრძელება არ უნდოდათ და თვლიდნენ, რომ ეს ძალადობა მათ მიერ არ იყო ორგანიზებული, შესაბამისი განცხადება უნდა გაკეთებინათ.

“მათგან არც ერთი არ გამოსულა და აქციის მონაწილეებისთვის ძალადობის შეწყეტისაკენ არ მოუწოდებიათ. გარდა იმისა, რომ მიატოვეს და დაიმალნენ, მათზე იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რადგან ამბობდნენ, რომ ისინი იყვნენ აქციის ორგანიზატორები. ერთი განცხადებაც რომ გაეკეთებინათ, ვიფიქრებდი, რომ ეს აგრესიული ძალა საკუთარ აგრესიას გამოხატავდა, რასაც პოლიტიკოსები გაემიჯნენ, მაგრამ ამას არავინ არ გაემიჯნა, პირიქით - მოგვიანებით დავინახეთ, რომ სიტუაციის ორგანიზებას ნიკა მელია ახდენდა“, - აღნიშნა სესიაშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა