თბილისის საკრებულოში ემიგრანტებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრები, დედაქალაქის საკრებულოში წარმატებულ ემიგრანტებს შეხვდნენ. შეხვედრა ყოველწლიური კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც ორგანიზაცია „დიასპორის სახლი“ იყო. კვირეულის ფარგლებში, ემიგრანტები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს ხვდებიან.

თბილისის საკრებულოში გამართული შეხვედრის მონაწილეებს, მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მიესალმნენ.

მარიკა დარჩიამ ემიგრანტებს საკრებულოში სტუმრობისთვის და იმ საქმიანობისთვის, რომელსაც უცხო ქვეყნებში საქართველოსთვის ეწევიან მადლობა გადაუხადა.

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი საქმიანობისთვის. ეს შეხვედრა გენდერული საბჭოს ფარგლებში იმართება და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ წარმატებული ქალები გამოგვეყო, რომლებიც განსაკუთრებით დასაფასებლები არიან. ყოველთვის მზად ვართ თქვენთან შესახვედრად და ერთობლივი ღონისძიებების და პროექტების დაგეგმვისთვის“,- განაცხადა მარიკა დარჩიამ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ საკრებულო მზად არის საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ემიგრანტებს საქართველოს წარმოჩენაში.

„სასიხარულოა, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. მინდა, ქართველ ემიგრანტებს დაგიდასტუროთ ჩვენი დიდი პატივისცემა. ბევრ თქვენგანს პირადად ვიცნობ და ვიცი, რა დიდ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ საქართველოსთვის ემიგრაციაში. მე კარგად მესმის, რა დიდ შრომასთან არის დაკავშირებული თქვენი საქმიანობა, ამიტომ განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ გამონახეთ დრო, ჩამობრძანდით საქართველოში და მონაწილეობთ წარმატებული ემიგრანტების ყოველწლიურ კვირეულში. ჩვენი მხრივ, მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ ყველანაირად გვერდში დაგიდგეთ და ხელი შეგიწყოთ, რომ კიდევ უფრო წარმოაჩინოთ ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაში აშშ-ში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში ცხოვრები ემიგრანტები მონაწილეობდნენ, რომლებმაც საკუთარი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში, მომავალი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს