გიორგი ბარამიძე - სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარი სასაცილოა - ხდება უზნეობის ტირაჟირება, რომ ეს უნდა ყოფილიყო „ვარდების რევოლუცია 2“

სახელმწიფო გადატრიალებაზე საერთოდ საუბარი სასაცილოა. ხდება უზნეობის ტირაჟირება, რომ ეს უნდა ყოფილიყო „ვარდების რევოლუცია 2“, - ეს განცხადება გამოკითხვაზე დაბარებულმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. მისივე თქმით, ის აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას.

„ბუნებრივია, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, რომელიც უსუსურად ცდილობს ხელისუფლების პასუხისმგებლობა, პირადად ივანიშვილის, შსს-ს და ასევე ანზორ ჩუბინიძის სისხლის სამართლის დანაშაული აიცილოს თავიდან და გადაიტანოს ოპოზიციის ლიდერებზე. დიახ, სისხლის სამართლის დანაშაულია, რომ მრავალი საათის განმავლობაში, ათობით და ასობით პოლიციელი, პარლამენტის შენობიდან ძალიან დიდი მანძილის მოშორებით ესროდა დამიზნებით რეზინის, დათვის ტყვიებს, სცემდა, გაზს ესროდა, ძალას ამეტებდა, არბევდა, სჯიდა, სახურავებიდან აგდებდა. არ აქვს მნიშვნელობა პირადად ჩემს წინააღმდეგ დაიწყება თუ არა გამოძიება, ნიკა მელიას მიმართებაში დაიწყეს და ახლა ვხედავთ უსუსურ მცდელობას, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა დააკისრონ სხვას. ასევე ახდენენ პროპაგანდას თავის მომხრეებში, ხავს ეჭიდებიან თითქოს სახელმწიფო გადატრიალება ხორციელდებოდაო. აბსურდია რასაც მელიას ედავებიან, როცა ამბობდა ხელებაწეულები შევიდეთ ცარიელი პარლამენტის შენობის ეზოშიო და საერთოდ სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარი სასაცილოა. ამავდროულად ხდება უზნეობის ტირაჟირება, რომ ეს უნდა ყოფილიყო „ვარდების რევოლუცია 2“ და თვითონ „ვარდების რევოლუციას“ ადარებენ პრეზიდენტ გამსახურდიას ტანკებით და იარაღით დამხობის პროცესს. სრული ქაოსი აქვთ თავში, უზნეობა და ალოგიკურობა“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა