გია ვოლსკი - პარლამენტში შეჭრის მცდელობა ჩვენს თვალწინ მიმდინარეობდა, ეს ყველამ დავინახეთ და ამის უარყოფა შეუძლებელია

პარლამენტში შეჭრის მცდელობა ჩვენს თვალწინ მიმდინარეობდა, ეს ყველამ დავინახეთ და ამის უარყოფა შეუძლებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

“პირიქითაც რომ ვილაპარაკო, ეს არის ფაქტი, რომელიც მთელმა მსოფლიომ იხილა. რა ძალებით ხდებოდა, რამდენად ორგანიზებული იყო, ვინ ედგა ამ ორგანიზაციას სათავეში, რასაკვირველია, ეს გამოძიების კომპეტენციაა და არა პოლიტიკური განცხადებების ავტორების“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, სახელმწიფოში მართლწესრიგისა და სტაბილურობის გარანტი სამართლიანი, ფართომასშტაბიანი და დეტალური გამოძიებაა.

“კომპეტენცია პოლიტიკოსებს დიდი ალბათობით აქვთ და უნდა ჰქონდეთ კანონშემოქმედებით პროცესში, მაგრამ გამოძიების საკითხებში შეჭრა პოლიტიკური განცხადებებით ქვეყნისათვის დამაზიანებელია. გამოძიება, ისევე როგორც სასამართლო პროცესი, უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ობიექტური, ტრანსფარენტული. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება უკვე განცხადებების გაკეთება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

2019 წლის 20-დან 21 ივნისის ღამეს, ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე განმარტებით, დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. უწყების ცნობით, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გაგრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. გენერალური პროკურატურის განმარტებით, 20 ივნისის ღამის მოვლენების საქმეზე უახლოეს პერიოდში ბრალდებულ პირთა რიცხვი გაიზრდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო