წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ირაკლი ურუშაძემ საქართველო-იტალიის ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს კომპანიის საქმიანობა გააცნო

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ირაკლი ურუშაძემ საქართველო-იტალიის ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს კომპანიის საქმიანობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ირაკლი ურუშაძემ გამოსვლისას ხაზი გაუსვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აქტიურ მხარდაჭერას წყალმომარაგება-წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ბიზნეს კომპანიის წარმომადგენლებს სამომავლო პოტენციური თანაშრომლობის შესაძლებლობები გააცნო.

„იტალია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი საქართველოს განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რამდენიმე დარგს, კერძოდ: ინფრასტრუქტურას, სამშენებლო და საინჟინრო დარგებს, ენერგეტიკასა და ურბანულ განვითარებას მიეძღვნა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა კერძო სექტორში ორი ქვეყნის თანამშრომლობის განმტკიცება, ქართულ ბაზარზე იტალიური კომპანიების არსებობის ხელშეწყობა და იტალიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერება.

ფორუმში იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტო (ITA-ICE), საინჟინრო, სამშენებლო კომპანიების ეროვნული ასოციაცია (ANCE) და 30-მდე წამყვანი იტალიური კომპანია, ქართული მხარიდან კი 100-ზე მეტი საწარმო, სააგენტო, საჯარო თუ კერძო კომპანია მონაწილეობდა.

ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ქართული სამეწარმეო ასოციაციებისა და სახელმწიფო უწყებების პრეზენტაციები მოეწყო,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა