ეკა ბესელია არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ იმედს გამოთქვამს, რომ „მძიმე ტრადიცია, რაც დატოვა კობახიძემ, არ გაგრძელდება“

მე იმედი მაქვს, რომ ის მძიმე ტრადიცია, რაც დატოვა კობახიძემ, არ გაგრძელდება და გვექნება ნორმალური, სამუშაო ვითარება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განუცხადა. ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები და სამუშაო ჯგუფებში მათი მონაწილეობის საკითხი განიხილეს.

„პარლამენტის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ პირველი ჯგუფის, რომელიც კობახიძის მიერაა შექმნილი ცოტა უფრო ადრე, ფორმატი შეიცვლება და გაფართოვდება. ამ ფორმატში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება ორშაბათს თუ არ ვცდები და შემდეგ უკვე შეიცვლება. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვიმუშაოთ უკვე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომელიც კონსტიტუციური ცვლილებებიდან გამომდინარე იქნება და შეეხება პარტიების სარეკლამო დროს, მანდატების განაწილებას და სხვა საკითხებს. მე იმედი მაქვს, რომ ის მძიმე ტრადიცია, რაც დატოვა კობახიძემ არ გაგრძელდება და გვექნება ნორმალური, სამუშაო ვითარება, სადაც შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა, კამათიც, მაგრამ ის, რომ საერთოდ არ გვქონდა კომუნიკაცია ან თუ ჰქონდა კობახიძეს, ძალიან არაჯანსაღი იყო, მსგავსი არ მოხდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს