საქართველოში ვერდის ფესტივალი ჩატარდება

საქართველოში ვერდის ფესტივალი ჩატარდება. ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სარკეებიან დარბაზში 5 ივლისს, 11:00 საათზე, პრესკონფერენცია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან აცნობეს, პრესკონფერენციას დაესწრებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი მაისურაძე, ოპერის მომღერალი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ანდღულაძე და “ბლექ სი არენას” დირექტორი ტატო ხარჩილავა.

„უდიდესი იტალიელი კომპოზიტორის - ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალი, რომელიც ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ყოველწლიურად ტარდება, მილიონობით მელომანს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს კი პირველად ვერდის ფესტივალი სცდება იტალიის საზღვრებს და ჩატარდება საქართველოში. ეს უპრეცედენტო მოვლენაა.

2018 წლის 23 აგვისტოს, ვერდის ფესტივალსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს შორის 3 წლიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, თეატრს ვერდის ფესტივალის ჩატარების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. ინიციატივას, რომელიც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კულტურულ ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს, მხარს უჭერს იტალიის სენატი და მთავრობა. ფესტივალი ტარდება Check in Georgia-ს ფარგლებში.

16 აგვისტოს - "ბალ-მასკარადის" პრემიერა გაიმართება თბილისის ოპერის თეატრში. ეს არის ტეატრო რეჯიო დი პარმას დადგმა.

23 აგვისტოს - არენა დი ვერონას "აიდა" ბლექ სი არენას სცენაზე შესრულდება. გარდა იმისა რომ არენა დი ვერონას სპექტაკლი პირველად ჩამოდის საქართველოში, ბლექ სი არენაზე პირველად დაიდგმევა საოპერო სპექტაკლი.

25 აგვისტოს კი ბლექ სი არენაზე მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები გალა კონცერტს გამართავენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფესტივალთან ერთად, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაც გაშუქდება.

„ფესტივალის პარტნიორია ევროპის უდიდესი კერძო მედია კომპანია Mediaset S.p.A (მფლობელი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი), რომელიც ევროპის თხუთმეტ ქვეყანაში მაუწყებლობს. მრავალი პრიზის მფლობელი გადამღები ჯგუფი საქართველოში ჩამოვა სრული ტექნიკური აღჭურვილობით და უზრუნველყობს ფესტივალისა და ქვეყნის გაშუქებას უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. Mediaset-ი გააშუქებს არა მხოლოდ ფესტივალს, არამედ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, როგორც ისტორიულ ძეგლებს, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრებს, რათა მაქსიმალურად წარმოჩინდეს ჩვენი ქვეყნის უნიკალური ტურისტული პოტენციალი.“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის პრესსამსახურის ცნობით, პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს კულტურის რეგიონალურ ცენტრად ჩამოყალიბება, ხელს შეუწყობს კულტურული ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში, საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას მსოფლიოში, Black Sea Arena - ს პოპულარიზაციას, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს კი მისცემს შესაძლებლობას იხილონ მსოფლიოს წამყვანი თეატრების მაღალი ხარისხის პროდუქცია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო