გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო,  5 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 5 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ვაკის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, რამიშვილის, ატენისა და არეშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ლაღიძის, მესხის, სულხან საბას, თაბუკაშვილის, გერცენის, ქუთათელაძის, იაშვილის, ქიქოძის, ასათიანის, ლერმონტოვის, ამაღლების, ლორთქიფანიძისა და მაჩაბელის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 9 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ალექსეევკის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ქართველიშვილისა და კონსტანტინე ანდრიაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ქეთევან დედოფლის გამზირის, ნავთლუღი-2 დასახლების (ნაწილობირვ), კახეთის გზატკეცილის, სამშენებლო დასახლების (ნაწილობრივ), პოლიციის, ენუქიძის, ქიზიყის, ქინძმრაულის, მამისაშვილის, ლორთქიფანიძისა და ბეგიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილისა და აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ჩარგლის, ბუაჩიძის, გამყრელიძის, მაღალაშვილის, თიანეთის, ბარამიძის, გარიყულის, სამოცამეცამეტე, სიხარულის, ამირანაშვილის, სადმელის, კაკაბაძის, ველისციხისა და სამოცდამეშვიდე ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალადაშვილის, ერევნის, ხეივნის, დმანისისა და ერისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე სოლომონ II-ის, გორგასლისა და კრწანისის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალმასიანის, ალექსიძის, ბერბუკის, ასლანიდის, იოსელიანის, ახალშენის, ბალანჩივაძის, ჭიათურისა და ბზვანელის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს