რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია დღის წესრიგიდან არ ამოიღო

პარლამენტის საგარეო ურთოერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია დღის წესრიგიდან არ ამოიღო. ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.

„პირველი დღე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: მუდმივმოქმედ კომიტეტზე (ასამბლეის მონაწილე 57 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ესწრება), ჩვენ მიერ დარეგისტრიტებულმა რეზოლუციამ: “უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში“ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, მიუხედავად რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგობისა. ეს ნიშნავს იმას, რომ მომდევნო დღეებში საკომიტეტო და პლენარულ სესიებზე გავაგრძელებთ ჩვენი რეზოლუციის განხილვას, რომ ასამბლეის დასრულებისას მოვიპოვოთ მაქსიმალური მხარდაჭერა!“ - წერს ქაცარავ სოციალურ ქსელში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა