ვლადიმერ პუტინმა რომის პაპთან შეხვედრაზე ერთი საათით დააგვიანა

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, იტალიაში სტუმრად მყოფი რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი მიიღო, რომელმაც პაპთან შეხვედრაზე ერთი საათით დააგვიანა. ეს ფრანცისკესა და პუტინის რიგით მესამე შეხვედრაა. იუწყება „დოიჩე ველე“.

კრემლის ლიდერის პონტიფიკოსთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ერთ საათს გაგრძელდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე სირიის, უკრაინისა და ვენესუელას საკითხები განიხილეს. თუმცა, საუბრის დეტალებზე არაფერია ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ წინა შეხვედრაზე, 2015 წელს, პონტიფიკოსმა ვლადიმერ პუტინს დონბასში მშვიდობის დასამყარებლად სერიოზული ზომების გატარებისკენ მოუწოდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა