გია ბარამიძის ინფორმაციით, შსს-ს მიერ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გია ბარამიძის ინფორმაციით, შსს-ს მიერ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ამის შესახებ ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ბარამიძემ დაკავებულის ვინაობა ვერ დააკონკრეტა.

პოლიციამ 20-21 ივნისის ღამეს აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირის დაკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დაკავებულები არიან ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ზურაბ ბადაღაშვილი.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო