საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის განცხადებით, მცდარია ინფორმაცია, რომ  ქართველ მორაგბეებს რუსულმა კლუბმა  კონტრაქტი  თბილისის აქციების სოლიდარობისთვის შეუწყვიტა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის გოჩა სვანიძის განცხადებით, მცდარია ინფორმაცია, რომ ქართველ მორაგბეებს მოსკოვის სარაგბო კლუბმა "სლავამ" კონტრაქტი თბილისის აქციების სოლიდარობისთვის შეუწყვიტა.

როგორც გოჩა სვანიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კონტრაქტი არც ერთი წუთით არ იყო შეწყვეტილი, თუმცა მოთამაშეებს არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ, თითქოს მათ კლუბიდან უშვებდნენ იმის გამო, რომ ლელოს დადება თვალზე ხელაფარებულებმა აღნიშნეს.

„როგორც კი ჩავერიეთ, გავარკვიეთ, რომ ეს არ იყო ოფიციალური გადაწყვეტილება. პირიქით, კლუბის ხელმძღვანელები მოთამაშეების მიმართ ძალიან დიდი სიმპათიებით იყვნენ განწყობილები და და კლუბის მომავალს აგებდნენ მათზე. გავაგრძელეთ ფედერაციასთან ურთიერთობა. ყველა საჭირბოროტო საკითხი გავცვალეთ და აღმოჩნდა, რომ მიზეზი ეს საერთოდ არ იყო, მიზეზი აბსოლუტურად სხვა იყო და არ ეხებოდა ამ მოთამაშეების ავკარგიანობას“, - განაცხადა გოჩა სვანიძემ.

ამასთან, მისი თქმით, მთავარი განხილვის თემა კონკრეტული ჟესტიკულაცია და მისი დასაშვებობა იყო, რაც რუსულ-ქართულ ურთიერთობებს არ ეხება. სვანიძის განცხადებით, მას შემდეგ კი, რაც საკითხში ქართული მხარეც ჩაერია, „რუსეთის რაგბის კავშირმა გამოიჩინა საკმაოდ დიდი სიდინჯე, სიბრძნე და მიხვდნენ, რომ ეს შეიძლება კონფლიქტურ სიტუაციაში გადაზრდილიყო“

„თემა გახლდათ არა ქართულ-რუსული ურთიერთობა და ანტიქართული განწყობილება, არამედ ეს იყო ზოგადად, მოთამაშეების მიერ სპორტის სივრციდან გასული ჟესტიკულაცია, დასაშვებობა ამ ჟესტიკულაციის. ამ დროისთვის ყველაფერი წესრიგშია. არც საქართველო-რუსეთის თამაშებს არ ემუქრება საფრთხე“, - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის გოჩა სვანიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში მოასპარეზე ორ ქართველ მორაგბეს კლუბმა „სლავამ“ კონტრაქტი შეუწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე "სლავამ" რეზი ბროძელი და საბა ილურიძე გუნდიდან მას შემდეგ გაუშვა, რაც მათ ლელოს დადება თვალზე ხელაფარებულებმა აღნიშნეს. ამ ფორმით მორაგბეებმა საქართველოში 20 ივნისს განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს და ამ ფორმით გამოხატეს სოლიდარობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა