იაპონელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იაპონიის წამყვანი გამოცემების წარმომადგენლები თბილისში, სიღნაღში, წინანდალში, მცხეთაში, ანანურსა და ყაზბეგში იმყოფებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ტურის შემდეგ საქართველოს შესახებ იაპონიის წამყვან გამოცემებში ვრცელი სტატიები დაიბეჭდება.

პრესის ჟურნალისტების პარალელურად, საქართველოს იაპონიიდან წამყვანი ტელეკომპანიის TBS Nationwide Network გადამღები ჯგუფი ეწვია. ჟურნალისტები საქართველოს შესახებ გადაცემისთვის Discovery of the World’s Mysteries ფილმს მოამზადებენ. გადაცემას 15 მილიონამდე მაყურებელი ჰყავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 6 თვეში იაპონიიდან საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 26 %-ით გაიზარდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს იაპონიის ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გასაზრდელად. ჩვენ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩამოყვანილი გვყავდა მაღალრეიტინგული როგორც ბეჭდური მედიის, ასევე ტელევიზიის ჯგუფები, მათთვის ჩვენ გავმართეთ პრეს-ტური საქართველოს ტურისტული პოტენციალის გასაცნობად, შედეგად დამზადდება როგორც სტატიები, ასევე გადაცემა საქართველოს შესახებ, რომელსაც იაპონიაში მილიონობით ადამიანი გაეცნობა“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს