პოსტერების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ორგანიზებით პოსტერების კონკურსი ,,გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და მიწის მდგრადი მართვის პერსპექტივები საქართველოში” ჩატარდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შერჩეული საუკეთესო პოსტერების ავტორებისთვის გამართულ ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვითგარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა მიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს უფროსმა ნინო ჩიქოვანმა კონკურსის მონაწილეებს წაუკითხა ლექცია-სემინარი გაუდაბნოების საკითხებზე. მონაწილეებმა საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს.

კონკურსის შერჩეულ მონაწილეებს სერტიფიკატი, ხოლო ჟიურის მიერ გამოვლენილ სამ საუკეთესო პოსტერის ავტორს ბიბლუსის ვაუჩერი გადაეცათ.

კონკურსი ჩატარდა პროექტის "ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით" ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ (2016-2019 წელი), პროექტს აფინანსებს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), განმახორციელებელია გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP), აღმასრულებელი - კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus).

პროექტის მიზანია სოფლად, ეკონომიკურად ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის მიზნით ლანდშაფტისა და მიწის მდგრადი მართვის პრინციპებისა და პრაქტიკის ინტეგრირება ეროვნულ პოლიტიკასა და ინსტიტუციურ ჩარჩოებში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს