ვლადიმერ პუტინის შეფასებით, არ არსებობს დაუძლეველი დაბრკოლებები ბრიუსელთან კავშირების აღსადგენად

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, არ არსებობს დაუძლეველი დაბრკოლებები ბრიუსელსა და მოსკოვს შორის კავშირების აღსადგენად. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა იტალიაში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, იგი მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში თუ ამ მიზნის მისაღწევად გზებს ხელოვნურად არ დაუხშობენ.

„ჩვენ ბუნებრივი პარტნიორები ვართ მრავალი წელია. ჩვენ გეოგრაფიულადაც ახლოს ვართ. ვიზიარებთ ცივილიზაციის ფაქტორებს. ასე რომ, ვერ ვხედავ მნიშვნელოვან დაბრკოლებას კავშირების სრულად აღდგენის პროცესში. თუმცა, კიდევ ერთხელ ვაცხადებ: ეს დამოკიდებულია ჩვენს ევროპელ პარტნიორებზეც“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს შეხვდა. მანამდე კი მას რომის პაპმა ვატიკანში უმასპინძლა.

იხილეთ ვიდეო: პუტინის თქმით, არ არსებობს დაუძლეველი დაბრკოლებები ბრიუსელთან კავშირების აღსადგენად

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა